logo_geo
eng_logo
თედ პო: რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის სიმბოლოა!
- +

12 მაისი. 2016. 11:55


აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას კონგრესმენმა თედ პომ განაცხადა, რომ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებში შედის. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-ში მისმა მოკავშირეებმა  უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს.


რუსეთზე საუბრისას კონგრესმენმა თედ პომ, რომელიც საქართველოს მეგობრობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი.

 

„რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვისა სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის", - აღნიშნა თედ პომ.


მან კონგრესში გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის სიტყვებით დაასრულა,  და განაცხადა, რომ ამერიკის პოლიტიკა თავისუფლებასთან დაკავშირებით უცვლელია და ეს საქართველოსაც გულისხმობს.


„50 წლის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განმარტა ამერიკის პოლიტიკა თავისუფლებასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკა დღემდე უცვლელია. აი, რა თქვა კენედიმ, ბატონო თავმჯდომარევ: „დაე, ყველა ერმა იცოდეს, მიუხედავად იმისა, მტერია ის თუ მოყვარე, რომ ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, ვიტვირთებთ ნებისმიერ ტვირთს, მხარს დავუჭერთ ყველა მეგობარს, დავუპირისპირდებით ყველა მოწინააღმდეგეს, რათა თავისუფლება არ დასამარდეს, არამედ, პირიქით, აყვავდეს".

 

ეს სიტყვები საქართველოსაც გულისხმობს და ამას ვერსად ვერ გავექცევით",- აღნიშნა თედ პომ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner