logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: აშშ-ის კონგრესში გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია!
- +

12 მაისი. 2016. 12:13


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, კონგრესმენი თედ პო ამერიკის კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ეს საერთოდ კარგი ტენდენციაა.



ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია. კონგრესმენი ედ პო მოუწოდებს ამერიკის კონგრესს მხარდაჭერისკენ. ეს საერთოდ არის კარგი ტენდენცია. გუშინ ჩვენ მოვიწონეთ ასეთი მოპყრობა საქართველოს მიმართ. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა დიდ ქვეყნებში საქართველოს მხარდასაჭერად. მარტო ქართველოში არ არის განსხვავებული აზრები. ედ პო ძალიან კარგი კონგრესმენია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.



კონგრესმენმა თედ პომ, კონგრესში გამოსვლისას საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხი წამოჭრა. მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო იქცა ყველაზე თავისუფალ ქვეყანად რეგიონში და დღეს კონტრასტს ქმნის მის ჩრდილოეთით პუტინის დიქტატურასთან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner