რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, კონგრესმენი თედ პო ამერიკის კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ეს საერთოდ კარგი ტენდენციაა.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია. კონგრესმენი თედ პო მოუწოდებს ამერიკის კონგრესს მხარდაჭერისკენ. ეს საერთოდ არის კარგი ტენდენცია. გუშინ ჩვენ მოვიწონეთ ასეთი მოპყრობა საქართველოს მიმართ. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა დიდ ქვეყნებში საქართველოს მხარდასაჭერად. მარტო საქართველოში არ არის განსხვავებული აზრები. თედ პო ძალიან კარგი კონგრესმენია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
კონგრესმენმა თედ პომ, კონგრესში გამოსვლისას საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხი წამოჭრა. მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო იქცა ყველაზე თავისუფალ ქვეყანად რეგიონში და დღეს კონტრასტს ქმნის მის ჩრდილოეთით პუტინის დიქტატურასთან.