logo_geo
eng_logo
მარი გელაშვილი: დღგ-ს დაბრუნების რეფორმა კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში დაგვეხმარება
- +

6 სექტემბერი. 2018. 17:53

 

 

„დღგ-ს დაბრუნების რეფორმა კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში დაგვეხმარება“, - ამის შესახებ შპს „ასადოვ კაპიტალ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მარი გელაშვილმა განაცხადა.

 

„მივიღეთ მონაწილეობა მთავრობის ამ ინიციატივაში. დღგ-ს თანხა უკან დაგვიბრუნდა და ამ თანხის რეინვესტირებას ისევ ჩვენსავე ბიზნესში ვაპირებთ. მე ჩემი კომპანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის შეფასება საკმაოდ პოზიტიურია და ნებისმიერ ისეთ თემას მივესალმებით, რაც წაადგება ზოგადად ბიზნესს. ჩვენი კომპანია ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ რეფორმით მიღებული შედეგი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში“, - განაცხადა მარი გელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner