logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაკედონიას 30-ე წევრად ელოდება
- +

6 სექტემბერი. 2018. 20:58

 

 

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაკედონიას 30-ე წევრად ელოდება“, – ამის შესახებ სკოპიეში ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პოზიციის პარალელურად, საბოლოო გადაწყვეტილება მაკედონიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა მიიღოს.

 

„ჩვენ ვაფასებთ მაკედონიასთან პარტნიორობას. რამდენიმე კვირაში თქვენთან რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა მსოფლიო თანამეგობრობასთან შეერთება.  ჩვენ მზად ვართ თქვენთან შესახვედრად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალური მდივანი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკედონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

საბერძნეთი NATO-ში მაკედონიის გაწევრიანებას ბლოკავდა. უთანხმოების საგანი მაკედონიის სახელწოდება იყო. საბერძნეთი სახელწოდების შეცვლას ითხოვდა, რადგან მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელია. 25-წლიანი უთანხმოების შემდეგ, მხარეებს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის ივნისში შედგა. მაკედონიის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. საკონსტიტუციო რეფერენდუმი სახელის ცვლილებაზე 30 სექტემბერს გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner