logo_geo
eng_logo
ოთარ გაბელია: ჩემი პროგნოზი გამართლდა, ყაზახებს დამსახურებულად მოვუგეთ
- +

7 სექტემბერი. 2018. 00:44

 

 

„ვთქვი, რომ ყაზახეთთან 2:0-ს ან 2:1-ს მოვიგებდით და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ მართლაც 2:0 დასრულდა. არც წინასწარმეტყველი ვარ და არც ექსტრასენსი, მაგრამ ფეხბურთში გავჭაღარავდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით“, – განაცხადა პირველ არხთან ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრის შემდეგ ოთარ გაბელიამ.

 

„დინამოს“ ყოფილი მეკარე შედეგს ლოგიკურად მიიჩნევს.

 

„ყაზახების პლუსების განეიტრალებით მოგება რეალური იყო. მათი პლუსი კი ათლეტიზმი იყო. ჩვენ ამაშიც არაფერი დავუთმეთ და საკუთარი პლუსები გამოვავლინეთ – საქართველო ბევრად უფრო აზრიანად ათამაშდა, ხოლო შეხვედრის ბედი მართლა ინდივიდუალურმა ოსტატობამ და თამაშის სწორმა ორგანიზებამ გადაწყვიტა. ინდივიდუალურად კი ჩაკვეტაძემ და ყაზაიშვილმა ივარგეს და საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭეს“, – განაცხადა ოთარ გაბელიამ.

 

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა მეკარემ ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრის ანგარიში წინასწარ პირველ არხთან კომენტარში დააფიქსირა. „მჯერა, რომ 2:0-ს ან 2:1-ს მოვიგებთ“- ამბობდა გაბელია.

 

ერთა თასის პირველ შეხვედრაში დღეს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორბურთიანი უპირატესობით მოუგო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner