დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო მის ნივთებთან მიახლოება. უჯრაში კონვერტს წააწყდა წარწერით „სოფიკოს". ანდერძი აღმოჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე შვილს სწერდა:
„თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, - მამისა და ძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს, - ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები - ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია, მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალება - უნდა გაკეთდეს ინექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!"
ანდერძი რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
1997 წლის 30 იანვარს 90 წელს მიტანებული, საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა დიდი ვერიკო.
მიუხედავად ასაკისა, ყველას უკვირდა - რა დაემართაო!