logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ვაისი: ყაზახეთთან მოგება მხოლოდ დასაწყისია, თამაშის ხარისხი უნდა გავზარდოთ
- +

7 სექტემბერი. 2018. 02:48

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ეს პირველი თამაში იყო და გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ერთა ლიგაზე ყაზახეთთან პირველი მატჩის მოგების (0:2) შემდეგ ვლადიმერ ვაისმა.

 

„ყაზახეთმა მატჩი კარგად დაიწყო, თუმცა ისინი კარგად გავაკონტროლეთ. ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად, კაშია და ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ და ამხელა გზაზე მგზავრობის მიუხედავად, მაინც კარგად ითამაშეს“, – აღნიშნა ვაისმა.

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე გუნდის თამაში შეაფასა.

 

„რეალური საგოლე მომენტები პირველ ტაიმშიც გვქონდა და გატანა მანამდეც შეგვეძლო. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, რადგან ყველა ფეხბურთელი სასურველ ფორმაში არ იყო. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. თამაშის ხარისხი კი უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

 

ვაისმა იმ მიზეზზეც ისაუბრა, თუ რატომ არ შეიყვანა ლევან მჭედლიძე განაცხადში.

 

„ლევანს ერთი წელია, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მე მის ფორმაში შესვლას ველოდები“, – დასძინა ვაისმა.

 

ერთა თასის პირველ შეხვედრაში დღეს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორბურთიანი უპირატესობით მოუგო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner