საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „რესპუბლიკელებზე" სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „რესპუბლიკელების" მენტორულმა ტონმა გააგიჟა".
„გამაგიჟა „რესპუბლიკელების" მენტორულმა ტონმა!
რაღაცას გვედავებიან და ხომ არ იცით, ვალი გვაქვს მათი?
სურვილი მიჩნდება ხოლმე, ერთაოზ ბრეგვაძესავით შევძახო: ღვთიშობელა, ღვთიშობელა, ახლა იმფერ ხასიათზე ვარ, შენი ვალი უნდა დაგიბრუნო-თქო და...
ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა..." - წერს ხოფერია.