დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვეიცარია, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია საერთაშორისო ანტიკორუფციულ ცენტრს ქმნიან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო ანტიკორუფციული ცენტრი ინტერპოლის დახმარებით შეიქმნება, რომელსაც სათავო ოფისი ლონდონში ექნება.
ოფიციალურად, მსოფლიოში პირველი მსგავსი ცენტრის შექმნის შესახებ, ლონდონში, ანტიკორუფციულ სამიტზე გაჟღერდება.