logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
- +

7 სექტემბერი. 2018. 18:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

 

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გ.თ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 5 სექტემბერს ქ.თბილისში, ზ.ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ორმოცი ცალი  „სუბუტექსის“ ტაბლეტი, საერთო წონით 15,62 გრამი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით 0,3120 გრამს.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.თ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.თ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner