„მიმაჩნია, რომ საქართველომ დამსახურებულად მოგვიგო. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ერთა ლიგაზე ეს წაგება უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, ნენად ერიჩმა ინტერნეტ-პორტალ “Sports.kz”-თან ინტერვიუში.
ყაზახეთის ნაკრების მეკარე გუნდში ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც აღიარა, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში მასპინძლები დამსახურებულად დაამარცხა (0:2).
“Sports.kz”-თან ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
“ახლა აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, იყო თუ არა ეს თანაბარი თამაში. მომენტები ჩვენ თუ შევქმენით, რამდენიმე რეალური შანსი საქართველოსაც ჰქონდა. მერე კი ლამაზი გოლი გაიტანეს. შეტევაზე თამაში რომ ვცადეთ, კონტრშეტევაზე ჩვენი კარი მეორედ აიღეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა. მაგრამ ჯერ ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და გასვლის შანსი კიდევ არსებობს“, – განაცხადა ნენად ერიჩმა.