logo_geo
eng_logo
აშშ-მა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
- +

8 სექტემბერი. 2018. 00:40

 

 

აშშ-მა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური სანქციები ოთხ ფიზიკურ პირსა და ხუთ კომპანიას დაუწესდა.

 

უწყების ცნობით, აღნიშნული ფიზიკური და იურიდიული პირები სირიაში ასადის რეჟიმისთვის იარაღისა და საწვავის მიწოდებას უწყობდნენ ხელს ან ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ.

 

„შავ სიაში“ სირიის სამი მოქალაქე და ლიბანის ერთი მოქალაქე მოხვდნენ, კომპანიებიდან კი ერთი რეგისტრირებულია სირიაში, ორი – ლიბანში და კიდევ ორი – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

 

დაწესებული სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირების ამერიკული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს და აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთან თანამშრომლობას უკრძალავს.

 

„დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ აშშ გააგრძელებს კონკრეტული და მტკიცე ზომების განხორციელებას ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერებისთვის მატერიალური დახმარების დასასრულებლად. აშშ-ი გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმის გამოყენებას, რათა იზოლირებაში მოაქციოს ასადის რეჟიმი, მთავრობა, რომელიც სისტემატურად აპატიმრებს, აწამებს და კლავს ათობით ათასს სირიელ მოქალაქეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner