logo_geo
eng_logo
შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა
- +

8 სექტემბერი. 2018. 14:08

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N6 სასაზღვრო სექტორის (ჩირუხი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner