logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო
- +

12 მაისი. 2016. 13:34


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაური ლანკასტერის სასახლეში იმყოფება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილე 40-მდე ქვეყნის ლიდერს, ოფიციალურ საუზმეზე მასპინძლობს.


ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი, დიდი ბრიტანეთის დროით, 10:00 საათზე იხსნება. სამიტის ერთ-ერთ თემატურ სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner