logo_geo
eng_logo
„კანაფის“ უკანონო დათესვა-მოყვანისა და „მარიხუანის“ უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

8 სექტემბერი. 2018. 17:04

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა გ.ტ. 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და  ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  თოთხმეტი ძირი - 3197,95 გრ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 574,19 გრ. გამომშრალი „მარიხუანა“.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 2731 მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით)  წარუდგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. გ.ტ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner