მესტიაში, სოფელ ხალდეში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 35 წლის ქალბატონმა ლაშქრობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.