logo_geo
eng_logo
ფასანაურთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა
- +

8 სექტემბერი. 2018. 23:39

 

ფასანაურთან სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია სომხეთის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული მამაკაცი.

 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის ერთი მცირეწლოვანი და ერთი ორსული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner