logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი არ აქვს!
- +

12 მაისი. 2016. 13:38


პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე „რეპორტიორთან" საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიაში სერიოზული დაპირისპირებაა. ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არის ბოკერიას, ადეიშვილის, სააკაშვილის, გაბაშვილის და ახალიების კლანებისგან შემდგარი მაფიოზური დაჯგუფება.

 

„ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა" არის ჩაძირული გემი, საიდანაც გარბიან ის მღრღნელები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ და მასთან ერთად დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ. ღმერთმა ქნას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღარ იარსებოს, რადგან მას მხოლოდ ცუდი მოჰქონდა და მოუტანს ჩვენს ქვეყანას. „ნაციონალური მოძრაობა" არ არის  პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის კლანებისგან შემდგარი მაფიოზური დაჯგუფება და ამ კლანებს მეთაურობენ ბოკერია, ადეიშვილი, სააკაშვილი, გაბაშვილი და ახალიები. რა თქმა უნდა, ეს კლანები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, რადგან ისინი ვერ იყოფდნენ ძალაუფლებას, ხოლო ახლა ვერ იყოფენ პარლამენტში თავიანთ ადგილებს. ამავე დროს კარგად ხვდებიან ერთ რამეს, რომ მათი მომავალი ფაქტობრივად არ არსებობს. პირდაპირ ვთქვათ, რომ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი", ეს არის უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი.

 

ვაშაძე, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ადეიშვილის კლანის წარმომადგენელია. რაც არ უნდა სახელები იცვალონ, გირჩები და ციყვები დაირქვან, ისინი არიან დანაშაულებრივი ორგანოს შემადგენელი ნაწილები და 9 წლის მანძილზე იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, რამდენიც ფაშისტურ პარტიას არ ჩაუდენია გერმანიაში", - განაცხადა ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner