logo_geo
eng_logo
შსს-მ ქუთაისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

9 სექტემბერი. 2018. 13:04

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ. ს. ძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს საათებში, 1994 წელს დაბადებულ მ.ტ.-ს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია. ლ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

 

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner