ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ვითომ პროდასავლური პოლიტიკის მომხრეები დაქოქილი თოჯინებივით ლაპარაკობენ, არ შეიძლება, იქცე თუთიყუშად და ერთი და იგივე იმეორო", - ამის შესახებ აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერის თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადება NATO-სთან დაკავშირებით, სავსებით ლოგიკური იყო.
„თამაზ მეჭიაური არის კარგი კაცი. ის ასე ფიქრობს და ასე ამბობს, რისიც სრული უფლება აქვს. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, შეეკამათოს. რაც შეეხება ალიანსში გაწევრიანებას, ყველაფერი მოხდება სხვაგვარად - MAP-ის გარეშე და სხვა რამეების გარეშე. შეიქმნება ამის ხელსაყრელი ვითარება და ჩვენ არც კი შეგვეკითხებიან, ისე მიგვიღებენ NATO-ში", - განაცხადა ასათიანმა.