შსს-ს ინფორმაციით, „ქართული მარშის“ სამი წევრი პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი
-
+
9 სექტემბერი. 2018. 19:49
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია და რამაზ გაგნიძე დაკავებულები არ არიან, არამედ პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ასევე გამოკითხვაზე იმყოფება „ქართული მარშის“ წევრი მიხეილ ამისულაშვილი.
„ქართული მარშის“ მიერ 18:00 საათზე დაანონსებული საპროტესტო აქცია გურამ კაშიას წინააღმდეგ ამ დრომდე არ დაწყებულა. აქცია „დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე „ქართული მარშის“ 20-მდე წევრი იმყოფებოდა. მათი განცხადებით, შსს-ს დაკავებული ჰყავს მათი ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის კონსტანტინე მორგოშია და რამაზ გაგნიძე, რის გამოც ისინი აქციას ვერ იწყებენ.
„ქართული მარში“ გურამ კაშიასგან ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.
წყარო :