logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ცესკო-ზე განხორციელდა ტოტალური ზეწოლა!
- +

12 მაისი. 2016. 14:26


ხვალ, 13 მაისს, 16:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყდება საკითხი, დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე.



საინციატივო ჯგუფი, რომელმაც ცესკო-ს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართა, განცხადებას ავრცელებს:



ჰომოსექსუალებმა კვლავ იმძლავრეს ქართველ ერზე. საზოგადოებისთვის ცნობილია,რომ საინციატივო ჯგუფის მიერ ცესკო-ში შეტანილ იქნა სარეფერენდუმო კითხვა -გსურთ თუ არა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა". ჩვენთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ჰომოსექსუალთა ორგანიზაციების, ლგბტ თემის, ქართველთმოძულე ძალების,ნაციონალური მოძრაობის", რესპუბლიკური პარტიისდა მათთან დაკავშირებული უცხოელების მიერ განხორციელდა ტოტალური ზეწოლა ცესკო-ზე და ხვალ დაგეგმილ სხდომაზე აღნიშნულ ინციატივას დაბლოკვავენ. ანუ ჰომოსექსუალ წყვილებს დარჩებათ შანსი, რომ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ სარჩელი, რომლითაც გაუქმდება ორგანულ კანონში აღნიშნული ოჯახის განსაზღვრება და საქართველოში დაკანონდება ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და თუ ამ პროცეში დამარცხდნენ ეროვნული ძალები, მაშინ ჩვენი შვილების, ქართველი ერის მომავალს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. რეფერენდუმის ეშინიათ, რადგან კარგად იციან, რომ მოსახლეობის 99% მხარს დაუჭერს ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. ესაა მიზეზი იმისა, რომ მთელი რესურსი მომართეს ჩვენს წინააღმდეგ. საინციატივო ჯგუფი, ჩვენი მხარდამჭერები ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, საზოგადოებას მოგიწოდებთ ერთობლივი ბრძოლისაკენ!", - წერია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომლის შემადგენლობაში არიან  სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, კახა მიგინეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner