საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ლატვიის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპირვნული ლიდერობა განიმტკიცა.
მატჩმა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით ჩაიარა, ხოლო სტუმრები შეტევაზე ძალიან იშვიათად გადადიოდნენ.
პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, მეორეში კი, 77-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თორნიკე ოქრიაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 1-0.