რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში დააკავეს, საერთო ჯამში კი, მთელი რუსეთის მასშტაბით სულ მცირე 1018 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
რეფორმის პროექტის თანახმად, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლამდე, კაცებისთვის კი - 65 წლამდე გაიზრდება.