logo_geo
eng_logo
რუსეთში საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

10 სექტემბერი. 2018. 11:35

 

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში დააკავეს, საერთო ჯამში კი, მთელი რუსეთის მასშტაბით სულ მცირე 1018 ადამიანია დაკავებული.

 

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

 

რეფორმის პროექტის თანახმად, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლამდე, კაცებისთვის კი - 65 წლამდე გაიზრდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner