logo_geo
eng_logo
შსს-ს წარმომადგენლის შეფასებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებებს სწორი შეფასება მისცა
- +

10 სექტემბერი. 2018. 16:44

 

 

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებებს სწორი შეფასება მისცა.

 

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ალეკო ნაჭყებიას განცხადებით, შსს-მ სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადასტურებდა.

 

„2018 წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ნიკა მელიამ ჩაიდინა სამართალდარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში. შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოს გადაეცა განსახილველად. სასამართლომ დღეს განიხილა აღნიშნული სამართალდარღვევის საქმე. საქმეზე წარდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ნიკა მელიას მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და ნიკა მელია სამართალდამრღვევად სცნო“, - განაცხადა ალეკო ნაჭყებიამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 3-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიერ 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner