logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მივიღოთ რეალობა დამახინჯების გარეშე და დავინახოთ სასიკეთო ძვრები!
- +

12 მაისი. 2016. 14:48


კონგრესმენ თედ პო გამოსვლა გახლდათ კომპეტენტური, ფაქტებსა და საერთშორისო ორგანიზაციების კვლევებზე დამყარებული", - ამის შესახებ „რეპორტიორს" კონგრესმენ თედ პოს განცხადებების შეფასებისას,  „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა.



მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შესახებ გამოთქმული დადებითი შეფასებები ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.



გუშინ კონგერსმენმა აღნიშნა ის მიღწევები და პროგრესი, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. მან აღნიშნა, რომ საქართველო მედიის თვისუფლების და ბიზნესის კეთების კუთხით ლიდერია რეგიონში. ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი დამსახურებით საქართველომ მოახერხა და გახდა რეგიონის ლიდერი. ბატონმა პომ ასევე ნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა ვალდებულია, გამოხატოს საკუთრი მკაფიო პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე. კონგრესმენის სიტყვების დადასტურება გახლავთ EBRD-ის განცხადება, რომელმაც საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა. EBRD-ის პოზიცია კიდევ ერთი დადასტურება გახლავთ, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ტარდება სწორი რეფორმები, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის წინსვლას.

 

 

კონგრესმენის აღნიშნული განცხადება საინტერესო უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში არის პრობლემები, მაგრამ ჩვენ ყველას: სამოქალაქო სექტორს, პოზიციას და ოპოზიციას გვმართებს - მივიღოთ რეალობა დამახინჯების გარეშე და დავინახოთ ის სასიკეთო ძვრები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner