საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი მურუსიძესა და დოლიძეს შორის, როცა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს.
„არანაირად არ მაქვს იმედი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რამენაირად დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს, უმრავლესობას დღეს აქვს შესაძლებლობა, მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში დოლიძის სტილით შეცვალოს.
უნდა გვახსოვდეს, სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას, თუ სწრაფად არ იქნებიან დამტკიცებული პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეები. ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყებთ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს განსახილველად უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.