logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი გვყავს!
- +

12 მაისი. 2016. 14:54


„პრემიერი გვყავს ძალიან  კარგი. მე ამას პირდაპირ ვაცხადებ", -  ასე შეაფასა „სტრატეგიული კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი. როგორც მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიაში საარჩევნოდ ქვეყნისთვის სასიკეთო სახეებს მიიღებენ.

 

„მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ დარჩენილ დროში მმართველ პარტიაში  ქვეყნისთვის მისაღებ სახეებს მიიზიდავენ. პრემიერი გვყავს ძალიან  კარგი. მე ამას პირდაპირ ვაცხადებ. წესიერი ადამიანია და ქმნის წესიერ აურას.  პროფესიონალია და განათლებაც აქვს შესაბამისი, ეს ეტყობა მის ყველა განცხადებას", -  განაცხადა მამრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner