logo_geo
eng_logo
ტრამპი საკუთარ თავზე წიგნის დაწერას გეგმავს
- +

10 სექტემბერი. 2018. 22:23

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტ ბობ ვუდვორდს მატყუარა უწოდა, რომელმაც წიგნი, სახელწოდებით „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ დაწერა.

 

დონალდ ტრამპის თქმით, წიგნი ეფუძნება გამოგონილ ციტატებს და პირობა დადო, რომ საკუთარ, ნამდვილ ისტორიას თავად დაწერს.

 

„ვუდვორდის წიგნი ხუმრობაა. მორიგი თავდასხმა ჩემზე. მე ნამდვილ წიგნს დავწერ“, - დაწერა ტრამპა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

 

ვუდვორდის წიგნში აშშ-ის პრეზიდენტი დახასიათებულია, როგორც უცოდინარი, თეთრ სახლზე კი, როგორც ადმინისტრაციაზე ნათქვამია, რომ ის რეალურ ფუნქციებს ვერ ასრულებს.

 

წიგნში ასევე საუბარია რუსეთთან კავშირებსა და მიმდინარე გამოძიებაზე. ვუდვორდი წერს, რომ ჯონ კელი პრეზიდენტს „იდიოტად“ მოიხსენიებს და განმარტავს, რომ ეს ყველაზე საშინელი სამსახურია.

 

ცნობილია, რომ ბობ ვუდვორდის ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომას წინ უძღოდა. წიგნის ავტორის თქმით, თეთრი სახლის ახლანდელი თანამშრომლები წუხან, რომ ტრამპის ქმედებებმა შესაძლოა მსოფლიო საფრთხის წინ დააყენოს.

 

ვუდვორდის წიგნის პრეზენტაცია 11 სექტემბერს გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner