logo_geo
eng_logo
ნიდერლანდებმა სირიის ოპოზიციის დაფინანსება შეწყვიტა
- +

10 სექტემბერი. 2018. 22:44

 

 

ნიდერლანდებმა სირიის ოპოზიციის დაფინანსება შეწყვიტა, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის. „Dutch News“-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრებმა განაცხადეს. მათი განმარტებით, ამ დროისთვის სამოქალაქო ომში მეამბოხეების გამარჯვების შანსი მცირეა. გარდა ამისა, ოპოზიციის დაფინანსებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

 

როგორც გამოცემა წერს, მთლიანობაში ნიდერლანდები სირიის ოპოზიციას 70 მილიონი ევროთი დაეხმარა.

 

მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ დეკემბრიდან ქვეყანა სირიაში მოქმედ არასამათავრობო ორგანიზაციის ე.წ. თეთრი ჩაფხუტების დაფინანსებასაც შეწყვეტს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner