ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართველ ტრადიციონალთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ასათიანის აზრით, დღეს პოლიტიკური ვითარება ქვეყნისთვის სასიკეთოდ ლაგდება.
„თავიდანვე მოგახსენებდით და ახლაც ვთვლი, რომ „ოცნების" ხელისუფლება იყო გარდამავალი ხელისუფლება , ეს არის ფაქტი და ჩვენ ეს ვნახეთ. სამწუხაროდ, ჩვენთან იცვლება რეჟიმები, ანუ იცვლება რაღაც სისტემები. „ოცნებას" სისტემური ცვლილება დახვდა, რომელიც იყო სააკაშვილის ჩანაფიქრი, პრემიერობას აპირებდა და უნებლიეთ პროგრესს შეუწყო ხელი. გაცნობიერებაა საჭირო, რომ ეს გარდამავალი პერიოდი მთავრდება და ახლა სულ სხვა ეტაპი დგება. ამას „ოცნებამ" შეუწყო ხელი", - განაცხადა ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.