logo_geo
eng_logo
ინდოეთში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდას 5 მუშა ემსხვერპლა
- +

11 სექტემბერი. 2018. 00:55

 

ინდოეთში, დელის ერთ-ერთ მდიდრულ დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის გაწმენდისას 5 მუშა მოიწამლა და დაიღუპა. ინფორმაციას „Independent“-ი ავრცელებს.

 

მუშები არ იყვნენ შესაბამისად აღჭურვილნი, არ ეცვათ დამცავი ტანსაცმელი და არ ეკეთათ ნიღბები, რის გამოც საქმე აღიძრა კომპლექსის მფლობელების და მუშების დამქირავებლების წინააღმდეგ.

 

სადრენაჟე საკანალიზაციო სისტემა მიწის ზედაპირიდან 9 მეტრის სიღრმეზე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე კაცი სუნთქვისას მოიწამლა.

 

ინდოეთში 2013 წლიდან არსებობს კანონი, რომელიც დამსაქმებლებს უკრძალავს, მუშებს შეუიარაღებლად, ხელით აიძულონ საკანალიზაციო სისტემების წმენდა. მიუხედავად ამისა, 2014 წლიდან ქვეყანაში 1 800-მდე სანიტარულ სამსახურებში დასაქმებული მუშაა დაღუპული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner