ნიგერიაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.
ინფორმაციას ნიგერიის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. შემთხვევა ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ნასარავას შტატში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება ლაფია-მაკურდის გზატკეცილზე მდებარე სადგურზე მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.