logo_geo
eng_logo
ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა
- +

12 მაისი. 2016. 15:07


მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ - ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს.


სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 40 ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობს, რომელთა შორის იმყოფებიან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და სხვები.


სამიტის ერთ-ერთი თემატური პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით მიმართავს. სამიტზე იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.


სამიტში მონაწილე ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner