logo_geo
eng_logo
პროექტი „შემოსე თანამოქალაქე“
- +

12 მაისი. 2016. 15:11


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს „შემოსე თანამოქალაქე".

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთები განთავსდება.ყუთებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება და უსასყიდლოდ განაწილება მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამინისტროს ცნობით, ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი  უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.

სპეციალური ყუთების განთავსების ლოკაციებია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალი სპორტის სასახლე, რუსთავის გზატკ. 247, აწყურის ქუჩასა და რკ. ხიდს შორის, მოსკოვის გამზ. წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, გია გულუას ქუჩა, გმირთა მოედანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სამების საკათედრო ტაძარი.

პროექტი, რომელის პრეზენტაცია 11 მაისს გაიმართა, ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ააიპ სტუდენტური ერთიანობა", სს ფრეგო", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი" და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner