logo_geo
eng_logo
„Check In Georgia“-ს კონცერტების ბილეთები 55 ქვეყანაში უკვე გაიყიდა!
- +

12 მაისი. 2016. 15:12


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცნობით, „Check In Georgia"-ს ფარგლებში გასამართ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 55 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეიძინეს.

სამინისტროს მონაცემებით, ვებ-გვერდებზე „Check In Georgia"-ს ჰქონდა 455 999 000 ნახვა. ამასთან, 1 112 000 ვიზიტორი სპეციალურად გადავიდა პროექტის ვებ-გვერდზე, რათა გაცნობოდა „Check In Georgia"-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

„Check In Georgia"-ს პრომოცია 16 ქვეყანაში ხორციელდება. პროექტის მიზანია, გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა საზღვარგარეთ, მოზიდულ იქნას მეტი ტურისტი უცხოეთიდან და ამავე დროს, მოხდეს შიდა ტურიზმის წახალისება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner