გარდაბნის გზატკეცილის N24ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულებები გადაეცათ, რომლის საფუძველზეც, მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდათ.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.
სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების მოწმობები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გადასცა.
საკუთრების მოწმობები ასევე, გადაეცა კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ 16 ოჯახს.
დედაქალაქის მერის ინიციატივის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა ეძლევათ.