logo_geo
eng_logo
დიდი აურზაური ვაშინგტონში, ანუ მიხეილ სააკაშვილი: აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ!
- +

11 სექტემბერი. 2018. 19:05

 

 

ვაშინგტონში  დიდი სკანდალი აგორდა. უფრო დიდი, ვიდრე ის ორი ინტრიგა, რამაც გამოიწვია დიდი აურზაური:

 

- ერთი: გამაოგნებელი წიგნი ტრამპის შესახებ, რომლის ავტორი გახლავთ სახელგანსმენილი ჟურნალისტი ბობ უოდვორდი. ეს ის ავტორი გახლავთ, რომლის სახელი მის ერთ კოლეგასთან ერთად დაკავშირებულია „უოტორგეიტთან“, ანუ იმ ცნობილ სკანდალთან, რომელსაც მოჰყვა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომა...

 

- მეორე: ანონიმი ავტორის მიერ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიწოდებული და გასაჯაროებული ტრამპის საწინააღმდეგო „გამანადგურებელი“ მასალა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფარულად მოქმედი საპროტესტო ჯგუფის შესახებ, რომელიც, საბედნიეროდ, თურმე ხელს უშლის „გარეკილ“ ტრამპს, თორემ ის კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ინტერესებს. გაზეთი ამცნობს ამერიკულ საზოგადოებას, რომ ამ წერილის ავტორი თითქოს არის ტრამპის ნდობით აღჭურვილი პერსონა, მისი ერთ-ერთი თანაშემწე.

 

პრეზიდენტის რეაქცია ამ პუბლიკაციებზე ჩვეულებრივ მწვავე იყო. კომენტარი გამოაქვეყნეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, სხვა ცნობილმა მაღალჩინოსნებმაც, რომლებიც მოუწოდებენ ავტორს და გაზეთს, გახსნან „ფრჩხილები“ ფარულად მოქმედი ავტორის შესახებ.

 

და ამ უაღრესად დაძაბულ ვითარებაში, ანონსდება სკანდალური დოკუმენტური ფილმი - - https://youtu.be/5WnYi3T78Ag ; https://youtu.be/Fv3PbSMI7tY  - რომელსაც გამოსვლამდე აქვს ბომბის ეფექტი, რამეთუ უკეთდება ისეთი ფანტასტიკური რეკლამა, რომ ლამის მთელი ამერიკა ტელეეკრანებს მიუჯდეს.

 

თითქოს ჩვენ რაში უნდა გვედარდებოდეს ეს სკანდალი. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ ის გაღვივდა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში. არც იმის გამო, რომ ეხება საქართველოსთვის მტრულად განწყობილ და ოკუპანტ სახელმწიფოსთან აშშ-ის ელიტის დამოკიდებულებას. არც იმან უნდა გაგვიტაცოს, რომ ფილმში მონაწილეობს აშშ-ის პოლიტიკური ელიტა (ობამა, ბუში, კლინტონი და სხვ.), რომლებიც უმთავრესად აკრიტიკებენ რუსეთს, პუტინს და... რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს.

 

ყურადღებას ის ფაქტი იპყრობს, რომ ფილმში საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები, რომელთა შორის გახლავთ... არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

და, რა თქმა უნდა, როგორც ჩემი კოლეგა მაცნობებს, ბატონი სააკაშვილი ჩვეულებრივ ამპლუაში ყოფილა - საოცრად აჟიტირებული, ემოციური, უზომო ლანძღვა-გინებით გამორჩეული. ტერმინოლოგია ტრადიციული, არახალი: ისევ „კრემლი“ და მისი „აგენტები“, რომ არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ „გაშავება“ იყო პუტინის „პროექტი“, რომელიც განხორციელდა „გაზპრომის“ ფულით, რომ „ციხის კადრები“, რომლებმაც გამოიწვია საქვეყნო პროტესტი, თურმე, გადაუღიათ მოსკოვში...

 

აშშ-ის პოლიტელიტისთვისაც კი, რომლისთვის უცხო არ არის ასეთი სკანდალები, ეს ფილმი გამაოგნებელია და იქაური მედია უკვე ვარაუდობს მომავალ ხმაურიან სასამართლო პროცესებს...

 

ეს ინფორმაციის ერთი მხარე. მეორე კი...

 

ჩვენ გვყავს საელჩო ვაშინგტონში, წარმომადგენლობა გაერო-ში. არ ვიცი, რამდენი კაცი მუშაობს იქ. არც ის ვიცი, იქაურ საზოგადოებასთან ურთიერთობის რა ფორმები, მეთოდები, დოზა, სტილი და ა.შ. აქვთ ჩვენს დიპლომატებს პრაქტიკაში. საინტერესოა, რამდენიმე დღე მთელი აშშ ამ „მოვლენით“ ცხოვრობს და...

 

რაიმე რეაქცია ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოჰყვა ამ უზომო ლანძღვა-გინებას?

 

- მინისტრი ზალკალიანი თავის მოადგილეებიანად, დეპარტამენტებიანად, პრესსამსახურებიანად გვყავს!

 

- პრემიერ-მინისტრის მრჩეველ-თანაშემწეები - ჭუჭულაშვილები, ქათამაძეები, პიარ-სამსახურები, ჩაი-ყავამომდუღებლებით გვყავს!

 

- საელჩო თავის ელჩიან-მრჩეველ-დიპლომატებიანად გვყავს!

 

- წარმომადგენლობაც გაერო-ში გვყავს!

 

და მაინც, ამდენი სირ-აქლემას პოზიციაზე მჯდომ-მდგომი ერთად ვინ შეკრიბა, საიდან მოიყვანეს, როგორ შეარჩიეს, სად მიიღეს განათლება, სად და როდის დააგროვეს გამოცდილება, ან, რას აკეთებენ, როცა ქვეყანას არც შინ და არც გარეთ მათი არსებობა, მათი საქმიანობის შედეგიანობა არ ეტყობა?

 

დაინტერესებულ მკითხველს კი ვაწვდი „მისამართს“:

 

ფილმის ტრეილერია: 

 

 

ინტერვიუ ავტორთან:

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner