„მიგვაჩნია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოში ძალიან გამართული და ძლიერი საკრედიტო პორტფელი აქვს. აღნიშნული ბანკი ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხებში სხვადასხვა დარგში გვიწევს მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და მოიტანს კიდევ უფრო მეტ შედეგს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, შეხვედრა ბრუნო ბალვანერასთან იყო ძალიან პროდუქტიული, რომლის დროსაც განხილული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.