logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიქნები პლასტელინი... ეს არ არის ჩემი ხასიათი
- +

11 სექტემბერი. 2018. 22:10

 

 

„არ ვიქნები პლასტელინი, რადგან ეს არ არის ჩემი ხასიათი“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „რეაქციის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„ჩემზე ამბობდნენ, რომ ვარ ხან პრინციპული, არავის არ ვუჯერებ და ამით აშინებდნენ „ოცნებას“, რომ ჩემ მართვას ვერ შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი მაბრალებდნენ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ვიქნები მათგან მართული. მე მინდა გითხრათ, რომ არცერთი ვიქნები და არც მეორე. არ ვიქნები პლასტელინი, რადგან ეს არ არის ჩემი ხასიათი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ასე არ მოხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner