logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ძალიან ვთხოვ აბაშიშვილს, როყიო განცხადებებისაგან თავი შეიკავოს!
- +

12 მაისი. 2016. 15:53


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.



ასეთი როყიო განცხადებებისაგან, ძალიან ვთხოვ აბაშიშვილს, თავი შეიკავოს. ხალხი არ ყურებსრა საკითხებზე გვაქვს დამთხვევა და სხვაობა პოზიციების, რაც ნორმალურია პოლიტიკურ  ცხოვრებაში. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ინსტიტუტების წარმომადგენლები ღრმა პოლიტიკური ეთიკით დამშვენებული ფრაზებით საუბრობდნენ. ასეთი ანტაჟისტური განცხადებები უადგილოა და პოლიტიკური სკანდალის შექმნის მცდელობას გავს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



გიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.



არ მაქვს იმედი, რომნაციონალური მოძრაობა" დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა, მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში შეცვალოს. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, თუ დამატებით არ იქნება გამწესებული სამი მოსამართლე, ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ უზენაეს სასამართლოს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner