logo_geo
eng_logo
თურქეთში ავსტრიელი ჟურნალისტი და აქტივისტი მაქს ზირნგასტი დააკავეს
- +

12 სექტემბერი. 2018. 00:14

 

„თურქეთში ავსტრიელი ჟურნალისტი და აქტივისტი მაქს ზირნგასტი დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ გამოცემა „Re:volt“-ი ავრცელებს, სადაც ზირნგასტი მუშაობს.

 

მედიასაშუალების ცნობით, ჟურნალისტი ანკარაში საკუთარ ბინაში დააკავეს.

 

„უმკაცრესად ვგმობთ დაკავებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ჩვენი მწერალი, რომელიც თურქეთში მრავალი წელია ცხოვრობს, არის მემარცხენე აქტივისტი და თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი“, – ნათქვამია ონლაინ გამოცემის განცხადებაში.

 

მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ დაკავებულ ჟურნალისტს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებენ ბრალს.

 

ავსტრიელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ანკარაში ავსტრიის მოქალაქის დაკავების შესახებ ცნობა დაადასტურეს, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს.

 

შეგახსენებთ, ავსტრიის ხელისუფლება თურქეთის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა. კონსერვატორი კანცლერი სებასტიან კურცი, რომელსაც კოალიცია ულტრამემარჯვენე პარტიასთან აქვს ჩამოყალიბებული, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაწყვეტას ითხოვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner