logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: პაატა ბურჭულაძე ვერ შედგება პოლიტიკოსად!
- +

12 მაისი. 2016. 15:54


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსად ვერ შედგება.



პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მომღერლას, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი პოლიტიკაში მისი მისწრაფებების მიმართ. მას ჰქონდა მცდელობა, ჩვენ დაგვდგომოდა მხარში და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამ თანადგომას, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ დავაკმაყოფილეთ ის პირობები, რომელიც მას სჭირდებოდა ქართული ოცნებისგან". ის განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, მგონია, მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახარუხია. მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან აზრი ვერ გამოვიტანე, უბრალოდ, ეს იყო ლამაზი სიტყვების რახარუხი, მაპატიოს ბატონმა პაატამ. ის არ არის პოლიტიკოსი და ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც არ უნდა მოინდომოს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner