logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მაქსიმალურად ვიმუშავეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუციურად მეტად ძლიერი იყოს
- +

12 მაისი. 2016. 16:22


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას განაცხადა, რომ მაქსიმალურად ღიად და გახსნილად იმუშავეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მეტი გარანტიები, მეტი საკანონმდებლო ბერკეტები, ინსტიტუციურად იყოს მეტად ძლიერი და ასევე გასწორდეს ხარვეზები, რაც წინააღმდეგობრივი მუხლების სახით არსებობს.



ბესელიას თქმით, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა და პრინციპების დონეზე გაზიარებულია, შეცვლილი და განახლებული პროექტი კი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.


ბესელიას განმარტებით, ერთ-ერთი ცვლილება, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტში აისახა, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების ნაცვლად, სასამართლოს ვებ-გვერდზე სრულად გამოქვეყნებისთანავე შევა. რა დროში მოხდება მისი ვებ-გვერდზე ატვირთვა, ბესელიას თქმით, ეს სასამართლოს დისკრეცია იქნება.



კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს ეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

ბესელიას განცხადებით, იყო მოსაზრება, რომ მათ უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, დაწყებულ საქმეებზე მუშაობის დასრულების შესაძლებლობა ჰქონდეთ და ასევე ისეთი მოკლევადიანი საქმეების განხილვის უფლება მიეცეთ, როგორიცაა საარჩევნო და რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე დავა, თუმცა ამ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პლენუმი მიიღებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner