logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას აძლევს სამინისტროს, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანის მოხმარების წახალისებას
- +

12 სექტემბერი. 2018. 14:00

 

„საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას შსს-სთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანის არალეგალურ მოხმარებას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„როდესაც პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება, იყოს აღკვეთილი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას შსს-სთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner