logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ყველა სახის თავშეყრის ადგილზე მარიხუანის მოხმარება იქნება დასჯადი
- +

12 სექტემბერი. 2018. 14:38

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მარიხუანის გამოყენება იქნება დასჯადი.

 

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, იმ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სამინისტრომ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიმუშავა.

 

„ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მარიხუანას გამოყენება იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner