logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ვიღაცა ენაკვიმატმა რომ ორმოს ნარმანიას სახელი დაარქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერია
- +

24 თებერვალი. 2016. 10:48



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილმედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას, როგორც მენეჯერის შეფასება სთხოვეს და ამ კონტექსტში, ე.წ. „ნარმანიას სახელობის ორმოები" ახსენეს.



ნამდვილად არ ვაპირებ დავით ნარმანიას შეფასებას. 62 წლის ვხდება, ორმოები საქართველოში ყოველთვის ძალიან ბევრი იყო, უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის. ვიღაცა ენაკვიმატმა რომ ორმოს ნარმანიას სახელი დაარქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ნიჭიერია, უფრო ცინიკოსია ალბათ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.



ჯავახიშვილის განცხადებით, მისი თანამშრომელი ისრაელში და ერევნაში იმყოფებოდა. უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ სპეციალური შემადგენლობის ნარევს, რომელიც გამოცდის შემთხვევაში ორმოების საკითხს ერთხელ და საბოლოოდ მოაგვარებს არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.



თუმცა ამას ჯერ შემოწმება სჭირდება. გაცილებით ადვილად და რაც მთავარია, წარმოუდგენლად სწრაფად შეივსება ყველა ორმო", - განაცხადა მინისტრმა.



ინფრასტრუქტურის მინისტრი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას ინფრასტურქტურული პროექტების დაჩქარებასთან დაკავშირებით.



ყველაფერი იცვლება. შესაბამისად, ეს პრობლემაც ყოველთვის იდგება. რისი გაკეთებაც გუშინ შეიძლებოდა სამ თვეში, დღეს თვენახევარში უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან ჩვეულებრივი რამეა. თუმცა რასაკვირველია, არის პრობლემები, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ბიჯეტს იმდენი შესაძლებლობა არ აქვს და იძულებული ვართ დონორების წესებით ვიმუშაოთ. ასე მარტივი არ არის. დონორების პროცედურები საკმაოდ გაწერილია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner