პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „საკონსტიუტიციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით უმცირესობის კითხვები იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დროის გაყვანას ცდილობს.
„ბევრი კითხვის შინაარსი მაფიქრებინებს, რომ ან საკითხის არსია გაუგებარი, ან უბრალოდ ხდება ის, რომ დრო გაგვყავს და მეტი არაფერი, რადგან ერთი და იგივე მეორდება", - განაცხადა ბესელიამ.
საკითხის განხილვა პარლმენტში ერთ საათზე მეტია, დაწყებულია და მსჯელობა ჯერ მხოლოდ პროექტის პირველი პუნქტის გარშემო მიმდინარეობს.